ხობი რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალს “სიმღერა სამეგრელოზე” უმასპინძლებს

0

IMG_23712–3 ტომბერს ხობი ქართული სიმღერის მოყვარულებს მეშვიდედ უმასპინძლებს. სავიზიტო ბარათად ქცეული ხობის საერთაშორისო ფესტივალისიმღერა სამეგრელოზე“ საზოგადოებას, კულტურის ორი დიდი ტრიუმფატორის, ანსამბლირუსთავისადა თამარ გვერწითელის შემოქმედებას შესთავაზებსფესტივალის ეგიდით, ანსამბლრუსთავისშესრულებით, 380 ქართული ხალხური სიმღერა გამოიცემა, რომელიც 16 კომპაქტდისკს მოიცავს. ასევე, პირველად იქმნება თამარ გვერწითელის მიერ,ბავშვობიდან დღემდე ნამღერი ყველა ქართული სიმღერის ალბომითამარ გვერწითელის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე მზადდება წიგნი და იგეგმება დოკუმენტური ფილმის გადაღება.

ფესტივალის დღეებში მოხდება ახალბედა მომღერლის, ხობელი ნინო გოთოშიას დისკის პრეზენტაცია. ნინოს მიერ, ანსამბლრუსთავთანერთად შესრულებული მეგრული სიმღერების დისკი ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ერქომაიშვილისა და მისი მეგობრების დამსახურებაა. ფესტივალის ძირითადი მიზანიახალგაზრდების ჩართულობა მუსიკალურ სფეროში, ამის დასტურიაწლების მაძილზე ხობის ფეტივალმა რამდენიმე ახალბედა მომღერალს გზა დიდი სცენისკენ დაულოცა. 

წლევანდელ ფესტივალზე სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა ელის ექსკურსიებით, სხვადასხვა ღონისძიებითა და დისკოთეკით. 
დასკვნითი საღამო შექმნის ტრადიციული ქართული სიმღერის და მის ფესვებზე შექმნილი თანამედროვე მუსიკის ტანდემს. ეს იქნება მოფერების, თაყვანისცემის ერთგვარი გამოხატვალეგენდარული ანსამბლრუსთავისადა განუმეორებელი თამარ გვერწითელისადმი.

ხობის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორები არიან : საერთაშორისო საქველმოქმედოფონდიხობი“ – პრეზიდენტი გოდერძი ბუკია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო.

ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქისილია მეორის ლოცვაკურთხევით ტარდება.