ხობი სტუდენტურ დღეებს მასპინძლობს

0

10174981_10152417681439812_4388158189319180965_nხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში „სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა, კონცერტში 8 უმაღლესი სასწავლებელის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა ფოლკლორული და თანამედროვე ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. სპეციალურმა ჟიურიმ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული გუნდები გამოავლინა. კონცერტზე, მასპინძლის სტატუსით, ხობის მკვიდრმა მომღერალმა ზაზა ბაჩილავამ პატრიოტული სიმღერა შეასრულა.
პროექტის ორგანიზატორებს ხობში ღონისძიების ჩატარებაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და ხობის კულტურის ცენტრმა გაუწია დახმარება.
ღონისძიებას მრავალრიცხოვან მაყურებელთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სტუდენტური დღეები 2014-ის მიზნები და ამოცანებია:
• ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
• ქართველი ახალგაზრდების ევროპული არჩევანის მხარდაჭერა;
• ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
• სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა;
• ევროინტეგრაციის შესახებ სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
• სტუდენტების მეშვეობით ევროპული ფასეულობების გავრცელება სხვა სამიზნე ჯგუფებში;
• სტუდენტების კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობებისადმი ინტერესის ამაღლება;
• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების ინტეგრაცია.

„სტუდენტური დღეები 2014“ 6 ივნისს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში დასკვნითი კონცერტით დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: