ხობში ”ინფო 9”-ის ყოფილი ოპერატორი სოსო გაბრავა დააკავეს

0

preview.phpხობის რაიონში,  საინფორმაციო სააგენტო ”ინფო 9”-ის ყოფილი ოპერატორი სოსო გაბრავა საკუთარ სახლში დააკავეს.  სოსო გაბრავა ბოლო პერიოდში ხობის სამხედრო კომისარიატის თანამშრომელი იყო.

სპეც-ოპერაცია ხობის რაიონში გამთენიისას შსს-ს თანამშრომლებმა ჩაატარეს. წინასწარი ინფორმაციით, გაბრავა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.

წინასწარი ინფორმაციით სოსო გაბრავას საკუთარი სახლის ეზოში მარიხუანას როგორცნარგავები ასევე გამომშრალი სახის ფოთლები აღმოუჩინეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

სოსო გაბრავა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ის ოპერატორი იყო. არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი ის, ხობის კომისარიატში რიგით თანამშრომლად დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გაბრავა პარლამენტარ გიგა ბუკიას თანაკლასელი და მეგობარია.

სხვა ახალი ამბები: