ხობში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

policeeeeeeeწუხელ დაახლოებით ღამის 02:30 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი, უცხოური მარკის ავტომანქანა სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და წყლის არხში გადაიჩეხა. აღნიშნულ ავტომანქანაში ოთხი მგზავრი იჯდა, რომელთაგან ადგილზე გარდაიცვალა 1983 წელს დაბადებული ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში მცხოვრები ლ.მებონია.

დაშავებული მგზავრები ხობის სახანძრო სამაშველო სამსახურის დახმარებით იქნენ  ამოყვანილნი. სამი დაშავებული მამაკაცი ხობის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ქალაქ ზუგდიდის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს ავტოავარიის მიზეზების დაადგენა.