ხობში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

0

10985417_868677303195180_4914784350544208557_oსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის მიხედვით ხვნის სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, ძველ ხიბულაში, საჯიჯაოში, ქვემო ქველონსა და ჭალადიდში დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ანგულ მიქავამ დაათველიერეს.

ხობის მუნიციპალიტეტში სულ დასამუშავებელია 9 609 ჰექტარი მიწა. კონტრაქტორები არიან შპს „მექანიზატორი“, ამხანაგობა „სოფლტექსერვისი“, ინდმეწარმეები „რომან ხარეიშვილი“, „ზურაბ ახალაია“, „მამუკა ტყებუჩავა“. ბარათით წელს მუშავდება 7728 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. დღეის მდგომარეობით დამუშავებულია 284 ჰექტარი მიწა.