ხობში საეკლესიო კომპლექსი 11 მაისს გაიხსნება

0

00211 მაისს, პარასკევს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში ახალი საეკლესიო კომპლექსი გაიხსნება. საეკლესიო კომპლექსი  მოიცავს ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელთმთავარისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის ეკლესიებს. ასევე საეკლესია კომპლექსში განთავსდება საპატრიარქო რეზიდენცია.

საეკლესიო მონასტრის მშენებლობა ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას პატრონაჟით განხორციელდა, რომელიც ამავე დროს ხობის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატიც არის. საეკლესიო მონასტრის გახსნის ცერემონიალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრებიან.

ხობის საეკლესიო კომპლექსის გახსნის ცერემონიალზე მოწვეულნი არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები როგორც სამეგრელოს რეგიონიდან ასევე საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. გარდა საქართველოს პირველი პირებისა, საეკლესიო კომპლექსის გახსნის ცერემონიალს საკანონმდებლო ორგანოს და ინტელიგენციის, ასევე მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

სხვა ახალი ამბები: