ხოკოს ტერიტორიაზე არსებული თაბაშირის კარიერის შესწავლა განხორციელდება

0

cms-image-000005545ენგურჰესის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტენდერი ხოკოს ტერიტორიაზე არსებული თაბაშირის კარიერის შესასწავლად, გამოვლინდა გამარჯვებული მოსკოვის ჰიდროპროექტი, რომელმაც დააპროექტა ენგურის თაღოვანი კაშხალი. დღეს ის წარმოდგენილია გეოდინამიკური კვლევების ცენტრის სახით. ცენტრი არის მსოფლიო საერთაშორისო კონსორციუმის წევრი, რომელიც შექმნილია მეწყერსაშიში ზონების კვლევებისათვის.

23 აპრილს ენგურჰესის ადმინისტრაციულ შენობაში, შედგა სამუშაო შეხვედრა გეოდინამიკური კვლევების ცენტრის ექსპერტებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის თავმჯდომარე ჯონი ჭანია, ენგურჰესის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ალექსანდრე ახვლედიანი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და შპს ხიბლის წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ თაბაშირის მოპოვებას.

ერთი თვის შემდეგ გეოდინამიკური კვლევების ცენტრი დადებს დასკვნას, რის შედეგადაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება გაგრძელდება თუ არა თაბაშირის მოპოვების სამუშაოები.

ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას განცხადებით, ყველა სამუშაოები გამჭირვალედ მიმდინარეობს.

“დღეს მიღებულია გადაყვეტილება , რომ ერთი თვის განმავლობაში კარიერიდან გატანილი იქნეს ფუჭი ქანები, რის შემდეგაც გვექნება წინასწარი შეფასებები მეწყერის შესახებ და ამის მერე იქნება მიღებული გადაწყვეტილება გაგრძელდება თუ არა სამუშაოები კარიერზე “, – განაცხადა ლევან მებონიამ.

სხვა ახალი ამბები: