ხოკრიშვილი ხაჯიმბას განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს

0

815elguja1_2ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებას ენგურჰესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების მინისტრი უსაფუძვლოდ აფასებს.

,,ამ განცხადების საფუძველს ვერ ვხედავ. თვითონ ,,შპს’’  ენგურჰესი  100%-იანი წილით ენერგეტიკის სამინისტროსთან არის. არა მგონია, რომ ამ განცხადებამ რამე ცვლილება გამოიწვიოს ენგურჰესის მართვასთან მიმართებაში’’, – განაცხადა ხოკრიშვილმა.

ცნობისთვის,  რაულ ხაჯიმბამ ენგურჰესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ის, რაც მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, უნდა ეკუთვნოდეს აფხაზ ხალხს”.

სხვა ახალი ამბები: