ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვაზე განაცხადს „ტრანს ელექტრიკა“ ორ კვირაში გააკეთებს

0

xudoni_„ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკურმა დირექტორის დავით მირცხულავას განცხადებით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს ასაღები, რომელზედაც განაცხადს გააკეთებენ უახლოეს კვირებში, შესაძლოა ორ კვირაშიც.

„როგორც კი მოგვცემენ ნებართვას, ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას“, – აცხადებს მირცხულავა.

კომპანიას ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა მიმდინარე წლის 1 მარტს უნდა აეღო, თუმცა ეს ვერ მოახერხა. როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებდა, მშენებლობის ნებართვის აღება კომპანიას 8 თვით უნდა გადავადებოდა.

სხვა ახალი ამბები: