ჯავახეთის დიასპორა ივანიშვილის მთავრობას მიმართვას უგზავნის

0

jav-dრუსეთში მოქმედი ჯავახეთის დიასპორა ივანიშვილის მთავრობას სამცხე–ჯავახეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის მოთხოვნით მიმართავს. მიმართვის ტექსტს უკომენტაროდ გთავაზობთ.
“სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობა დაინტერესებულია რეგიონში უცხოური ინვესტიციების მოზიდვით და ეკონომიკის განვითარებით. ამის ხელშემწყობ ფაქტორებად კი, რეგიონის მომგებიანი გეოგრაფიული მდგომარეობა მიაჩნიათ, რადგან ეს რეგიონი ახლოს მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის რკინიგზასთან, არის იაფი მუშახელი და ბათუმის პორტთან არის ახლოს.
უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად საჭიროა სამცხე-ჯავახეთის (ჯავახკის) თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადება. მათი აზრით, ეს მთელ საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვისაც დადებით როლს შეასრულებს” – ნათქვამია მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: