ჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდში სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

0

7376_530273693772489_909264525066900142_nდღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამეგრელოს რეგიონში მომუშავე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა და რეცეპტების (ფორმა #3) რეგულაციის შემოღების სიახლეები გააცნო.

მედპერსონალთან გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია, სამეგრელო ზემო–სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სხვა თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრმა შეხვედრაზე პრეზენტაცია წამლის საძიებელ პორტალზე გააკეთა და აქვე აღნიშნა რომ საძიებო გრაფაში ნებისმიერი მედიკამენტის სახელწოდების შეყვანისთანავე (ქართული ან ლათინური შრიფტით) მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ამ პრეპარატზე, მათ შორის რეცეპტის შესახებ. ჯანდაცვის ინიციატივა წამლების გაყიდვა რეცეპტით 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

დავით სერგიენკოს განმრტებით წამლების რეცეპტით გაცემა არ ნიშნავს მათ აკრძალვას ხოლო რეცეპტის მისაღებად პაციენტი ისარგებლებს ოჯახის ექიმის უფასო მომსახურებით. გადაუდებელი შემთხევისთვის გათვლილი მედიკამენტები ურეცეპტოდ გაიცემა და მათზე რეგულაციები არ იმოქმედებს.

სხვა ახალი ამბები: