ჯანდაცვის მინისტრი ხვალ ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდება

0

sergeenkoჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხვალ, ზუგდიდის გამგეობის შენობაში მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრაზე მინისტრი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ზუგდიდში ახალი სახელმწიფო კლინიკის მშენებლობას გულისხმობს. სამედიცინო ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება იქნება, რომელიც უახლესი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება.
ზუგდიდის სახელმწიფო კლინიკაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც შეძლებს.
ახალი კლინიკის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს დასრულდება.
დავით სერგეენკო მოსახლეობას ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც გაესაუბრება და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

სხვა ახალი ამბები: