ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ზუგდიდში შეხვედრა გამართა

0

news_29552ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დღეს, ზუგდიდის გამგეობის შენობაში მ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მთავრობის ინიციატივა გააცნო, რომელიც ზუგდიდში ახალი სახელმწიფო კლინიკის მშენებლობას გულისხმობს. ზუგდიდში უახლოეს ხანებში აშენდება სამედიცინო ცენტრი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულება იქნება. ახალი სამედიცინო ცენტრი უახლესი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება.
ზუგდიდის სახელმწიფო კლინიკაში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც შეძლებს.
ახალი კლინიკის მშენებლობა 2013 წლის ბოლოს დასრულდება.
დავით სერგეენკომ შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვა ახალი ამბები: