ჯეიმს აპატურაი: არჩევნებს საქართველოში NATO განსაკუთრებულად დააკვირდება“

0

apaturaiნატო–ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, “ეს იქნება მეორე არჩევნები საქართველოში, რომელსაც ნატო განსაკუთრებულად დააკვირდება“.

ამის შესახებ აპატურაიმ „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ერთ–ერთ კანდიდატთან ერთად სადილზე საქარველოში. ჩვენ პროცესებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჩვენი მხრიდან არანაირი სახით ჩარევა არ მოხდება. ეს იქნება საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მასთან, ვისაც საქართველოში აირჩევენ. ველით მომავალ პრეზიდენტს. ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც სურს, გახდეს ნატო–ს წევრი, უნდა იყოს დემოკრატია. ის ტრადიცია და პრაქტიკა, რაც იყო ადრე საქართველოში, ვგულისხმობ ხელისუფგლების ცვლას, არ იყო ის, რასაც ჩვენ ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესს ვუწოდებთ. ვგულისხმობ ხალხის ქუჩაში გამოსვლას და აშ. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, მისი შედეგები ყველამ სცნო და ჩატარდა კარგად. ამის შემდეგ ჩვენ რაც გვაწუხებდა, ბევრჯერ აღვნიშნეთ, საკითხები, რომელიც დაკავშირებულია შერჩევით სამართალთან, შერჩევითი სამართლის აღქმასთან. ეს უკვე მეორე არჩევნებია. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ნატო გასაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს ნატო–ს ასპირანტ სახელმწიფოში. აუცილებელია, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ტრადიციად იქცეს. აუცილებელია, მინიმუმ ორი ასეთი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, რომელსაც ნატო–ს წევრობა სურს და ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. საქართველო დიდი ისტორიის ქვეყანაა, გაცილებით დიდი, ვიდრე ჩემი, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიაა, ამიტომაც ეს საკმაოდ ნორმალური პროცესია. მივდივართ ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ ამ არჩევნებს მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან თუ ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული, ეს გახდება კრიტიკის  საფუძველი“,– განაცხადა აპატურაიმ.

სხვა ახალი ამბები: