ჯეიმს აპატურაი: “მართლმსაჯულება არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული”

0

aaapaturaiმართლმსაჯულება პოლიტიკურად მოტივირებული არ უნდა იყოს. – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებს განუცხადა. შეკითხვა საქართველოში წინასაარჩევნოდ დაწესებული მორატორიუმის მიუხედავად ოპოზიციის ლიდერების დაკავებას შეეხებოდა.

„ნატო-სთვის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლო პროცესები დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს, კანონი იყოს დაცული და, რა თქმა უნდა, როგორც გენერალურმა მდივანმა მრავალჯერ აღნიშნა, თავი უნდა ავარიდოთ პოლიტიკურ ჩარევასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება არ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. თუმცა კონკრეტულ საქმეს ვერ შევაფასებ“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

სხვა ახალი ამბები: