ჯეიმს აპატურაი: „ნატო შეშფოთებულია კონფლიქტის ზონებთან უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით“

0
apaturaiჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, „ნატო შეშფოთებულია კონფლიქტის ზონებთან უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით”.

აღნიშნულის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აპატურაიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და დასძინა, რომ „საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორის  აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები იქნება”.

„ნატო-ს იგივე პოზიცა აქვს რაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩვენ შეშფოთებული ვართ უკანონო გამყოფი კონსტრუქციებით, რაც არსებული შეთანხმების დარღვევაა და ხელს უშლის მოსახლებას გადაადგილებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებთ”, -განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ცნობისათვის: საქართველოში დღეს ნატო-ს რიგით მე-6 კვირეული გაიხსნება, რომელიც 3–10 ივნისს ჩატარდება. ნატო-ს დღეებს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი გახსნიან.

სხვა ახალი ამბები: