ჯეიმს აპატურაი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

apaturaiნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიესალმება ოქტომბერში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიწვევას.

“მოხარული ვარ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების ფართო მიწვევით. ეს არის ნათელი სიგნალი, რომელიც მიუთითებს მათ გადაწყვეტილებაზე ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორსაც ნატო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობისთვის და საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის. დარწმუნებული ვარ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა პროფესიონალურ დელეგაციას გააგზავნის”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აპატურაიმ “ფეისბუქში” საკუთარ გვერდზე განათავსა.

სხვა ახალი ამბები: