„ჯერ სააკაშვილს გავუშვებ და შემდეგ მე წავალ პოლიტიკიდან”

0
bidzina_ivanishvili4321„ჯერ სააკაშვილს გავუშვებ და შემდეგ მე წავალ პოლიტიკიდან”- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კარიერა, პრემიერი პასუხობს: „ მე განვაცხადე და ახლაც ვაცხადებ, რომ სანამ ძალა შემწევს მანამდე ვიდგები ქვეყნის სამსახურში. მანამდე ვემსახურები ჩემ ქვეყანას და დავდგები იქ, სადაც ყველაზე საჭირო იქნება”- ამბობს ივანიშვილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ქვეყანას არ მიატოვებს, თუმცა არ დიდხანს აპირებს პოლიტიკაში დარჩენას.
„მე ქვეყანას არ მივატოვებ და ვიქნები აქ რამდენ ხანსაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას. თუმცა არსად წასვლას არ ვაპირებ, სანამ სააკაშვილი იქნება. მე მას ვუთხარი ჯერ შენ წახვალ ოქტომბერში და მერე მე გამოგყვები მეთქი”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

სხვა ახალი ამბები: