ჯვარის ამბულატორიის მედპერსონალმა დევნილ ქალბატონს ინვალიდის ეტლი გადასცა

0

10558660_328700583962023_1784861779_oდღეს შპს,,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის ამბულატორიის” მედპერსონალმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აფზაზეთიდან დევნილ  ქალბატონს ლუარა(სვეტა) ლამანძიას საჩუქრად ინვალიდის ეტლი გადასცა.

“მინდა ჩემი მედპერსონალის, ქალბატონი ლუარას და დევნილი მოსახლეობის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო ჰუმანიტარული ორგანიზაცია – IRD აშშ საერთაშორისო განვითარებისა და დახმარების სააგენტოს, ამ ორგანიზაციის საქარათველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ბატონ ირაკლი ფრუიძეს, ამავე ორგანიზაციის სამეგრელოს ფილიალის ხელმძღვანელ პირებს ბატონებს გრიგოლ(გელა) გულუასა და გიორგი ცხადაიას,რომლებმაც გადმოგვცეს საჩუქრად ეს ეტლი. 10521399_328700490628699_1562721925_o10558476_328700550628693_226748589_o10562000_328700480628700_200329354_oეს ის ორგანიზაციაა და ის გუნდია, რომელიც 10 წელია გვერდში გვიდგას და მუდმივად გვეხმარება. ნათქვამია: ,,კეთილი საქმის მკეთებელს მადლი აკურთხოს ზენამა” ,რა გამოლევს კეთილ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ასეთი ადამიანების მხრებზე იდგა საქართველო ყოველთვის. დაგლოცოთ უფალმა და დიდ წარმატებებს ვუსურვებ ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთლ საქმეში”-აცხადებს დევნილთა ამბულატორიის ხემძღვანელი გოჩა ლიპარტია.

სხვა ახალი ამბები: