ჯვარი-ფოცხოს მთავარი ავტომაგისტრალი დაიმეწყრა (VIDEO)

0

Captureწალენჯიხის რაიონში, ჯვარი-ფოცხო ეწერის ცენტრალური მაგისტრალი უკვე მეორე დღეა პარალიზებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი ხრამში ჩაიტანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები გზის აღდგენას ცდილობენ, თუმცა როგორც ადგილზე გავარკვიეთ მეწყერი ისევ ჩამოდის და გზის დარჩენილი ნაწილიც დაიბზარა.

წალენჯიხის რაიონის სოფელი ფოცხო ეწერი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. მუშები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მუშაობენ აცხადებენ, რომ გზის აღდგენა დაახლეობით ერთ კვირაშია ნავარაუდევი.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: