ჯიტა გულუა: ”თენგიზ ჯგუშია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს”

0

jitaზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის უფლებებს მისი გუნდის წევრი, ადვოკატი ჯიტა გულუა დაიცავს. ჯიტა გულუა უკვე საქმის კურსშია და მედიასაშუალებებთან აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თენგიზ ჯგუშია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

შელაპარაკება ორგანიზაციის ხელმძღვანელს და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შორის სოფელ რიყეში დაიწყო, მოგვიანებით კი ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში გადაინაცვლა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამ ტერიტორიაზე მერაბ ქვარაიას ავტომანქანა წამოეწია, სადაც მისი მეგობრებიც ისხდნენ. თენგიზ ჯგუშია იძულებული იყო შეჩერებულიყო. მან ივარაუდა, რომ შესაძლოა დაძაბულიყო ვითარება და მის განსამუხტავად ჰაერში გაისროლა და არა მერაბ ქვარაიას მისამართით“,-აცხადებს ჯიტა გულუა.

სრასამთავრობო ორგანიზაცია ”სამეგრელოს ხმის” ლიდერის თენგიზ ჯგუშიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას და იარაღის გამოყენებას გულისხმობს. თენგიზ ჯგუშია ამ დროისთვის დაკკავებულია.

 

სხვა ახალი ამბები: