,,ჯიჰადის” ვიდეოს საქმეზე ბრალდებული ჩოკუტაევი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია

0

Jihad_Geo_2,,ჯიჰადის” სახელით გავრცელებული ვიდეოს საქმეზე ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი სოციალურ ქსელში _ ,,ფეისბუქსა” და ~კონტაქტშია~ დარეგისტრირებული.

მას ყოფილ სამუშაო ადგილად მითითებული აქვს აფხაზეთის მობილური კავშირგაბმულობის კომპანია ,,აქუაფონი”, თანამდებობად კი, ქსელური ინჟინერი.

სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამარ ჩოკუტაევი ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა. ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილად კი სოხუმი აქვს მითითებული.

დაბადების თარიღად მითითებულია 1989 წლის 6 მარტი.

,,ფეისბუქში” ჩოკუტაევს აფხაზეთში გადაღებული ფოტებიც აქვს ატვირთული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ფეისბუქზე” ჩოკუტაევის მიერ ბოლო აქტიურობა პირველი ოქტომბრით თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს 6 ივნისს ,,ჯიჰადის” სახელით გავრცელებული ვიდეოს საქმეზე ბრალდებული, ყირგიზეთის მოქალაქე, ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი სამარ ჩოკუტაევია.

სხვა ახალი ამბები: