ჯონდი ბაღათურია ოპოზიციაში გადადის

0

jondi“ქართული დასის” ლიდერის ჯონდო ბაღათურიას განცხადებით, `ქართული დასი~ ოპოზიციაში გადადის.

როგორც დღეს გაზეთ პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონდო ბაღათურიამ განაცხადა, ამჟამად პარტიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

,,ოპოზიციაში გადავდივართ და შევეცდებით ხალხს, რეალური მესამე გზა ვაჩვენოთ. სხვა პარტიებთანაც გავმართავთ კონსულტაციებს. თუმცა არ გვაქვს ნაციონალური მოძრაობის სატელიტ პარტიებთან თანამშრომლობის სურვილი. კერძოდ, იმ პარტიებთან, რომლებიც ნაციონალებს ,,ნასეტკებად” ჰყავდათ ოპოზიციაში გაშვებული. ახლა კი ამ პარტიების შეკოწიწება და ალტერნატიული პროცესის შექმნა უნდათ”-აღნიშნა ბაღათურიამ.

სხვა ახალი ამბები: