ჯონდი ბაღათურია სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

2

jondi17 მაისის გეი აღლუმის ინიციატორები, საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მისი მეუღლე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი იყვნენ.

ამის შესახებ, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ხალხის წიაღიდან გამოსული, კაცი და არა სხვისი კაცი ან სხვისი კაცის კაცი.

“არიან ადამიანები, მათ შორის ჩვენი მეგობრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ რომელიმე კანდიდატი არ მოსწონთ ან არ იცნობენ, მაგრამ ივანიშვილმა რომ დაასახელა იმის გამო აძლევენ ხმას. პატივისცემით მინდა ვიკითხო, ივანიშვილის ხათრით უკვე ხომ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარედ უსუფაშვილი რომელიც ხიდაშელთან, ბოკერიასთან და ჩორგოლეიშვილთან ერთად 17 მაისს გეი აღლუმის ინიციატორები იყვნენ და დღეს მღვდლების გასამართლებას ითხოვენ? ივანიშვილის ხათრით უკვე ხომ გვყავს მაჟორიტარები რომლებიც ხალხს, რომელმაც მათი გამარჯვებისთვის იბრძოლეს გამარჯობასაც აღარ ეუბნებიან და მარტო საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობენ? ივანიშვილმა რა ეშმაკი რომ შემოგთავაზოთ იმასაც ხომ არ მისცემთ ხმას? მნიშვნელობა აქვს ვის ირჩევ და არა იმას ვინ შემოგთავაზა და უნდა აირჩიო ხალხის წიაღიდან გამოსული, შენი კაცი და არა სხვისი კაცი ან სხვისი კაცის კაცი!”, – წერს “ფეისბუქზე” ჯონდი ბაღათურია.

სხვა ახალი ამბები: