ჯონ კერი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

0

news_19477ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ამერიკელი ხალხის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს განცხადება 24 მაისს გამოსცა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატება და საქართველომ მტკიცე, დინამიური პარტნიორობა განავითარეს რაც, საზიარო დემოკრატიულ ღირებულებებსა და მათ ერთგულებას ასახავს.
 
სახელმწიფო მდივანმა ქებით მოიხსენია საქართველოს სვლა ევრო-ატლანტიგური ინტეგრაციის მიართულებით და თქვა, რომ რეგიონული გამოწვევების პირობებში ვაშინგტონი გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
 
სახელმწიფო მდივანმა თავის განცხადებაში საგანგებოდ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა უსაფრთხოების დარგში განსაკუთრებით მტკიცეა და რომ ვაშინგტონი პატივს სცემს ქართული ჯარების სამსახურს ავანეთში, რომლის მიზანიც მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევაა. 

სხვა ახალი ამბები: