ჯორჯ ბუშმა ლეიკემიით დაავადებულ 2 წლის პატრიკს სოლიდარობა გამოუცხადა და თავი გადაიპარსა

0

bushiამერიკის შეერთებული შტატების რიგით ორმოცდამეერთე ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა (უფროსი), ლეიკემით დაავადებული 2 წლის პაციენტის სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსა. ექს-პრეზიდენტს მიბაძეს მისი საიდუმლო სამსახურის რამდენიმე თანამშრომლებმაც, რომლებმაც ასევე სოლიდარობის ნიშნად გადაიპარსეს თავი.

სოლიდარობა ექს-პრეზიდენტმა და მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა 2 წლის პატრიკს გამოუცხადეს, რომელიც ჯორჯ ბუშის (უფროსი) დროს საიდუმლო სამსახურში მომუშავე ერთ-ერთი აგენტის შვილია. მას თმები ლეიკემიით მკურნალობის პროცესში დაუცვივდა.

“მე და ბარბარამ შვილი დავკარგეთ 1953 წელს და ის სწორედ ლეიკემიით იყო დაავადებული. ჩემი 4 წლის გოგოს რობინა ერქვა.სწორედ ამიტომ გამოვხატე ჩემი სოლიდარობა პატარა პატრიკის მიმართ.”-აცხადებს ამერიკის ექს-პრეზიდენტი.

სხვა ახალი ამბები: