ჰამერბერგი ძველი ხელისუფლების მიერ ფარულად მოპოვებულ გადაღებებს კრიმინალად აფასებს

0

hammarberg-tomas1სამართლებრივ საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტის, თომას ჰამერბერგის შეფასებით, წინა ხელისუფლების მიერ ფარულად მოპოვებული გადაღებები კრიმინალი იყო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისში, ევროპის სახლში დღეს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

“ეს გადაღებები იყო კრიმინალი. ამ ჩანაწერების გაკეთება იყო დანაშაული. ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ძალიან დიდ დანაშაულს სჩადიოდნენ”, – აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

იგი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სწრაფად განადგურება მნიშვნელოვანი იყო.

“მნიშვნელოვანი იყო ამ ჩანაწერების სწრაფად განადგურება, რომ დაცული ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ კადრებში იყვნენ ასახულნი. თუმცა გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ სიჩქარეში არ უნდა განადგურებულიყო კადრები, რომლებიც გამოააშკარავებდა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან. კიდევ ბევრია სხვა ჩანაწერი, მათ შორის პოლიტიკური ხასიათის — ადამიანებს შორის შეხვედრის ამსახველი. ამ შემთხვევაშიც არაკანონიერია ეს ჩანაწერები და ნებისმიერი მასალა, რომელიც უკანონოდ არის მოპოვებული, სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა განადგურდეს. ამ ტიპის ვიდეომასალები გარკვეული პერიოდი შესაძლოა, შენარჩუნდეს, თუ ის გამოძიებას სჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა განადგურდეს, რათა ამ ჩანაწერების ბოროტად გამოყენება ავიცილოთ თავიდან”, – აღნიშნა თომას ჰამერბერგმა.

სხვა ახალი ამბები: