„ჰოუმმარტმა“ საქველმოქმედო ფესტივალს – „გაზაფხულის ყვავილები“ უმასპინძლა

0

11182261_828170030587304_1075360970455527013_n„ჰოუმმარტმა“ საქველმოქმედო ფესტივალს – „გაზაფხულის ყვავილები“ უმასპინძლა.
ფესტივალი კომპანია „აგრომაქს დეკორი“-ს უნიკალური ჯიშის დეკორატიული მცენარეებისa და “ვარდის სახლის” ყვავილების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა და ბავშვების საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენებით დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობა აკაპელა „The Quintessence“-მა მიიღო.

„გაზაფხულის ყვავილების“ ფარგლებში, ა(ა)იპ „ჩემი სახლის“ სოციალურად დაუცველი მოზარდები, „ხელოვნების სახლის“ აღსაზრდელებთან ერთად, თეატრალიზებული, საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენება და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

11067452_828172263920414_928085669150589581_n1907527_828171283920512_4428353216408091061_n11170365_828171833920457_8941138353612607355_nჩვენებაში მონაწილე ბავშვებისთვის დააწესეს საჩუქრები მაღაზია სუპერმა და კომპანია “Orange Elephant”-მა, რომელმაც ასევე პატარებს ძერწვის უფასო გაკვეთილები ჩაუტარა. პატარებმა “Wendy’s”-ის გასართობ ზონაშიც ითამაშეს.
„პროექტის უმთავრესი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ფსიქორეაბილიტაციის ხელშეწყობაა, რაც დღესდღეობით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით ა(ა)იპ „ჩემი სახლი“ აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, და მადლობას გამოხატავს ყველა იმ კომპანიის და სტრუქტურის მიმართ, ვინც იზიარებს და მხარს უჭერს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.“- განაცხადა „ჩემი სახლის “ ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ.
„მოხარულები ვართ, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ. ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ცენტრის კონცეფცია სახლის თემას აერთიანებს – აქ ყველაფერია სახლისთვის და ვფიქრობთ ბავშვებს უფრო მეტად შევუქმენით ოჯახის გარემო.“ – აღნიშნა „ჰოუმმარტის“ წარმომადგენელმა თამარ ჭავჭანიძემ.
ფესტივალი ანალიტიკური პორტალი „კვირა“-ს საინფორმაციო მხარდაჭერით ჩატარდა.