10 ერთეული ტექნიკა ფაროსანას წინააღმდეგ ზუგდიდს გადაეცა

0

ფაროსანას წინააღმდეგ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა გადაეცა, აქედან 5 თერმული ნისლის, 3 ცივი ნისლის დანადგარი და 2 ტრაქტორი მასივების შესაწამლად.

ტექნიკის პრეზენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ლაშა შალამბერიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ ლაშა გოგიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, ზუგდიდის მაჟორიტარ მერაბ ქვარაიასთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გამართა.

მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე ესაუბრა და ტექნიკის გამოყენების ინსტრუქცია გააცნო. როგორც ლაშა შალამბერიძემ აღნიშნა, მწერის დასამარცხებლად მუნიციპალიტეტესა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას შეწამვლითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იწამლება საცხოვრებელი სახლების სხვენები და დამხმარე ნაგებობი. მერიის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეწამვლით სამუშაოებში ეხმარებიან. ამავდროულად შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები.

წელს მავნებლის წინააღმდეგ სახელმწიფო განახორციელებს ღონისძიებებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ასევე კერძო სავარგულებზე სადაც აუცილებელია სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენება. აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს დარეკოს ცხელ ხაზზე 15-01.