10 ლარი სამგზავროდ და “რეჟიმის დასამხობად” მომზადებული ენმ

0

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში თბილისშიუ ხვალ დაგეგმილ აქციაზე გასამგზავრებლად მხოლოდ 450 მხარდამჭერი წაყვანა დაგეგმა, თუმცა როგორც სარწმუნო წყარო გვატყობინებს ეს რაოდენობაც ვერ მოგროვდა და ხვალ სავარაუდოდ 300 პარტიის მხარდაჭერი მიემგზავრება.

SMO NEWS-ის სარწმუნო წყაროს ცნობით, მხარდამჭერებს წინასწარ დაურიგდათ 10-10 ლარი.

“ათი ლარი საჭმლის ფულად მოგვცეს. არაფერი უთქვამთ სხვა დეტალებზე. მართალია ეს არ არის საკმარისი, მაგრამ არაუშავს. ოფისიდან გამოვედი ახლა და მესმოდა დავა, რაც სავარაუდოდ წამსვლელი ხალხის სინაკლებით იყო გამოწვეული. დილით დაგვიბარეს ადრე და გვითხრეს არ დააგვიანოთო. ზუგდიდიდან გასვლა დილის რვა საათზე იგეგმება. მე მეტი არაფერი ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ხვალ “ნაციონალური მოძრაობა” დაამთავრებს ივანიშვილის რეჟიმს”-უთხრა SMO NEWS-ს საკუთარმა წყარომ, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.