112-ის ცენტრი ფოთში 26 მაისს გაიხსნება

0

ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ, მაჟორიტართან ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა.

7 ბრიგადაზე გათვლილი, საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალის მშენებლობა დასრულების სტადიაშია. ამჯერად შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

ცენტრი შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტებთან და აღიჭურვება საჭირო ტექნიკით.

სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 339 000 ლარია.