ფოთის პორტის შესასვლეთან Dduty Free Aliance–ი საწყობს აშენებს

0

_31fotiფოთის პორტის შესასვლელთან კომპანია duty Free Aliance -ი ახალ თანამედროვე საბაჟო საწყობს აშენებს, რომელიც ლოჯისტიკური ოპერაციების მხარდასაჭერად 3700 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ბიზნესბიულეტენის მიხედვით, რომელიც ყოველთვიურად აჯამებს საქართველოში გერმანული კომპანიების ბიზნესაქტივობებს, ლოჯისტიკურ ცენტრში, სხვა მწარმოებლების პროდუქციაც მოთავსდება.

DFA, როგორც ლოჯისტიკური პარტნიორი, მიწოდებას მხოლოდ ერთი წყაროდან ახორციელებს, მაგრამ ამ შემთხვევაში კლიენტებს მომსახურების სრულ პაკეტს შესთავაზებს, იმისათვის, რომ ისინი მხოლოდ საკუთარი საცალო ვაჭრობის წარმატებაზე იყვნენ კონცენტრირებულნი. საბაჟო საწყობში საბაჟო კონტროლის ქვეშ ინახება დაუბეგრავი საქონელი ბეგარის, ლიცენზიისა და კვოტის გარეშე. აქედან გამომდინარე საწყობში შესაძლებელია შენახულ იქნეს სატრანზიტო საქონელი იმპორტის გადასახადების გადახდის გარეშე.

DutyFreeAliance–ი, გარდა საკუთარი ლოჯისტიკური ოპერაციების გამოყენებისა, ასევე გაუწევს დატვირთვისა და ჩამოტვირთვის მომსახურებებს, ტვირთის მარკირებას, ინტერგრირებულ სასაწყობო მომსახურებებს, სორტირებას, კონსოლიდაციას და სხვადასხვა მოსამზადებელ პროცესებს. 2013 წლის ზაფხულიდან საქართველოში მოქმედებს DutyFreeAliance- ის უკვე ოთხი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, რომლებიც განლაგებულია სარფის, სადახლოს, წითელი ხიდისა და ყაზბეგის სასაზღვრო-საბაჟო გადასასვლელებზე.