სამეგრელოში აფხაზეთის მთავრობა ახალ წარმომადგენელს მომავალ კვირას წარადგენს

0

390382_109909125792850_5635159_nაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს ჯემალ გოგოხიას სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში ზუგდიდის ოფისში წარადგენს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს აფხაზეთის მმთავრობიდან საკუთარმა წყარომ აცნობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 15.30 წუთზე აფხაზეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ჯემალ გოგოხიას სამეგრელოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დანიშნვას. რეგიონის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა კი აფხაზეთის მთავრობის აღმოსავლეთის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილე ხდება.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობის მიერ გუშინ სამეგრელოს წარმომადგენლობაში დანიშნული ჯემალ გოგოხია ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო.

სხვა ახალი ამბები: