კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ბლოკპოსტი ქართველებს გადაადგილებას უკრძალავს

0

enguris xidiiiგალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ენგურის ხიდის ე.წ გამშვებ ბლოკპოსტზე რუსი ოკუპანტების ახალი შემადგენლობა მოიყვანეს, რომელიც საზღვარზე მიმოსვლის კიდევ უფრო გამკაცრების წინაპირობაა. smo.ge-ს სარწმუნო წყაროს ცნობით აფხაზური მხარის ბლოკპოსტი დღეს დილიდან აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, რომლის მიხედვითაც მოხდება გალის რაიონიდან ზუგდიდში და პირიქით, ზუგდიდიდან გალის რაიონში გადამსვლელთა იდენტიფიცირება. ამ პროცესებს რუსი ოკუპანტები კურირებენ. პარალელურად ენგურის ხიდზე  ქართველ მოსახლეობას სპეციალურ საშვებსაც მოსთხოვენ, რომელიც გალის რაიონის უშიშროებაში პერმანენტულად უნდა აიღონ.

“ეს არის გალის მოსახლეობის იძულება, რომ მათ სამუდამოდ თქვან უარი გალში ცხოვრებაზე. სიტყვა სიტყვით გვითხრა ერთ-ერთმა რუსმა ოკუპანტმა, რომ იძულებულს გაგხდით აქ არ იცხოვროთო. რაც შეეხება გალის უშიშროებაში აღებულ სპეციალურ საშვებს, ამას რუსები არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რადგან ისინი ჩვენ ელექტრონულად, კომპიუტერის მიხედვით გვამოწმებენ, თუმცა უსაშვოდაც ფონს ვერ გახვალ, რადგან ამ საშვის გარეშე ე.წ აფხაზი მესაზღვრე არ გაგატარებს”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში გალის მაცხოვრებელი.

ენგურის ხიდზე გადასვლა აკრძალულია ექსტრემალურ სიტუაციებშიც, თუ რათქმაუნდა აფხაზებისგან და რუსი ოკუპანტებისგან უკვე ტრადიციად ქცეულ ორმაგ შემოწმებას არ გაივლი.

“ამათ არც ავადმყოფი იციან და არც არანაირი გასაჭირი. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მძიმე ავადმყოფი საზღვარზე არ გაატარეს საბუთების გამო და აქვე, ხიდზე გარდაცვლილა. ვითხოვთ, ვინმემ მაინც მოგვაქციოს ყურადღება. მოვიდნენ და ადგილზე ნახონ როგორ შემცირდა ენგურის ხიდზე მოძრაობა და კარგად გაარკვიონ ამის მიზეზები. აბაშიძე რომ ხვდება კარასინს, ერთი ამაზე ესაუბროს. სხვა რა დატვირთვა აქვს ამ შეხვედრებს? როგორ გაყიდონ მანდარინი და ღვინო?”-აცხადებენ გალში მცხოვრები ქართველები.

სხვა ახალი ამბები: