ლილი ბერაია: “დადიანების რეზიდენცია ჭკადუაშში ძროხების სადგომად გამოიყენებოდა”

0

lili beraiaaaზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია პრინც ალენ მიურატის მოთხოვნაზე იმის შესახებ, რომ დადიანების ჭკადუაშის რეზიდენცია სახელმწიფომ მათ გადასცეს, პირველ კომენტარს smo.ge-სთან აკეთებს. ბერაიას განცხადებით ეს არ იყო სანადირო რეზიდენცია. ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისამ ჭკადუაშის რეზიდენცია თავის ქალიშვილს სალომე დადიანს საცხოვრებლად გადასცა. სალომე დადიანი ჭკადუაშის სასახლეში თავის ქმართან, აშილ მიურატთან ერთად ცხოვრობდა და მას საგულდაგულოდ უვლიდნენ.

ლილი ბერაიას კომენტარი:

ლილი ბერაია smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ცუდი არ იქნება თუ მიურატები ამ სასახლეს მიხედავენ და მოუვლიან, თუმცა ეს მას არ სიამოვნებს.

“რახან სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, რომ ამ სასახლეს მოუაროს და შეინარჩუნოს, არ იქნება ურიგო, რომ მიურატებს გადაეცეთ. სად წაიღებენა ამას. უბრალოდ მოუვლიან და ეს ისევ აქ დარჩება. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ სასახლე საერთოდ არ უნდა განადგურდეს. აქ არ აქვს უკვე მნიშვნელობა ვინ იზრუნვებს სასახლის მოვლაზე, მიურატები, სახელმწიფო თუ ვინმე კერძო ბიზნესმენი”-აცხადებს ლილი ბერაია.

ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ დადიანების ჭკადუაშის სასახლე სულ უპატრონოდ იყო მიტოვებული და ის წლების განმავლობაში სოფელში ძროხების სადგომად გამოიყენებოდა.

“მე 70-იანი წლებიდან ამ სფეროში ვმუშაობ და ზუსტად ვიცი, რომ დადიანების ჭკადუაშის რეზიდენციაზე არასდოს არავინ ზრუნავდა. ის ყოველთვის გამოიყენებოდა როგორც ძროხების სადგომი”-აცხადებს ლილი ბერაია.

სხვა ახალი ამბები: