წალენჯიხაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

0

10259040_624441920981514_5262330168036617938_o9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ამ ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე. წალენჯიხიდან ამ ომში გაწვეულიქნა 3288 მოქალაქე,უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა 1369 მებრძოლი.

ამ დღესთან დაკავშირებით დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ლიის თემში არსებულ ობელისკთან და ქალაქ ჯვარში მელიტონ ქანთარიას საფლავთან იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია, კოორდინირების სამსახურის უფროსი დავით კოდუა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. მათ პატივი მიაგეს 9 მაისს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობისაგან 6 ვეტერანს ფულადი საჩუქარი 200–200 ლარის ოდენობით გადაეცა, ხოლო საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ კი ვეტერანებმა 400–400 ლარი მიიღეს.

სხვა ახალი ამბები: