“წვერებიანი ქალი” კონჩიტა ვურსტი “ევროვიზიის” გამარჯვებული გახდა

0

conchiii“ევროვიზიის” გამარჯვებული 25 წლის კონკურსანტი ავსტრიიდან, კონჩიტა ვურსტი, იგივე ტომას ნოივირტი გახდა. როგორც ამბობენ ტრანსგენდერმა ყველაზე მეტი ხმები საქართველოდან მიიღო.

კონჩიტა ვურსტმა, რომელიც წარსულში მამაკაცი იყო.აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი იმიჯით აღაშფოთა. მან “ევროვიზიის” მაყურებელი შოკში ჩააგდო, როდესაც სცენაზე სტერეოტიპის დამსხვრევა, მამრობითი და მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი გარეგნობის სტანდარტის შერწყმით გადაწყვიტა.

con2con1tom_privatხალხი დაინტერესდა, თუ როგორ გამოიყურებოდა კონჩიტა, ვიდრე ქალად გარდაიქმნებოდა. ჟურნალმა OK-მ კონჩიტას ფოტო გამოაქვეყნა.

http://youtu.be/SEcH47Bf9XU

კონჩიტას საერთაშორისო კონკურსზე გამოჩენას ხალხის გარკვეული ჯგუფის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. წელს მის წინააღმდეგ რუსეთი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები გამოვიდნენ. აღმოსავლეთ ევროპაში კონჩიტას დასავლეთის დეგრადაციის მაგალითს უწოდებენ. ბელორუსში აქტივისტებმა ქვეყნის სახელმწიფო სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებს მოუწოდეს, კონკურსის გაშუქებისას, მისი გამოსვლის მონაკვეთის რედაქტირება გაეკეთებინათ. რუსმა კანონმდებელმა, ვიტალი მილონოვმა ავსტრიელი კონკურსანტი “ჰომოსექსუალიზმისა და სულიერი ხრწნის აშკარა პროპაგანდაში” დაადანაშაულა.მას გულთბილად არც თანამემამულეები ხვდებიან; 2013 წელს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ვურსტი კონკურსზე ავსტრიას წარადგენდა, ამ ფაქტს ადგილობრივებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
4 დღის შემდეგ გაიხსნა “ფეისბუქის” გვერდი, სადაც მომღერლის წინააღმდეგ ე.წ. “ანტი-ვურსტი” კამპანია დაიწყო – გვერდი 31 000-ზე მეტმა ადამიანმა დაალაიქა და ამ გზით გამოხატა პროტესტი კონკურსანტის წინააღმდეგ. განსაკუთრებით გაღიზიანდნენ ბელორუსსა და რუსეთში, სადაც სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “ამ პერფორმანსით ევროვიზია სოდომის ბუდეში ჩავარდება”.

სხვა ახალი ამბები: