ედიშერ თოლორაია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

0

toloraia didinedziკოალიცია “ქართული ოცნების” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ედიშერ თოლორაია დღეს ზუგდიდის რაიონის სოფლების, ოქტომბერის, დიდინეძის, ორულუსა და ერგეტის მოსახლეობას შეხვდა.

ედიშერ თოლორაიას წინასაარჩევნო შეხვედრებზე თან ახლდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია, სოფელ ოქტომბერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა წოწერია და ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ნაპო გაბისონია.

1908301_296234143879497_2559677073772164889_n10247204_296234880546090_1671926785905539430_n10384201_296234103879501_287207823546550584_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმ პრობლემებს გაეცნო, რაც აღნიშნულ სოფლებში მოგვარებას საჭიროებს. მან ასევე ამომრჩევლებს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.

სხვა ახალი ამბები: