დღეს თბილისში ქუჩის მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

0

10379201_706822666045776_304623620_nდღეს, 31 მაისს თბილისში ,,ქუჩის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი’’ გაიმართება

მუსიკის ფესტივალში 600 –ზე მეტი ქართველი და უცხოელი მუსიკოსი მიიღებენ მონაწილეობას. მუსიკის დღე 31 მაისს, 13:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე დაიწყება, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსები მსმენელებისთვის სხვადასხვა ჟანრის მუსიკას დაუკრავენ. ფესტივალი ახალგაზრდული ასოციაცია “დრონის” ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალზე 600–მდე მუსიკოსი, მათ შორის 90-მდე ქართული მუსიკალური ჯგუფი, 50–მდე სოლო შემსრულებლებები,ასევე მუსიკალური ორკესტრები ჩაერთვებიან. ასევე სპეციალურად ფესტივალისთვის ლიტვიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული ახალგაზრდა მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის მიზანია ქუჩის მუსიკის პოპულარიზაცია. საერთო ინტერესების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, განსხვავებული სუბკულტურების მიმართ ტოლერანტობის გაზრდა და ქუჩის მუსიკის კულტურის დანერგვა საქართველოში.

სხვა ახალი ამბები: