“ქართული ოცნების” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

0

10373782_1430582357207191_4633981181794164323_n“ქართული ოცნების” ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია მუნიციპალიტეტის სოფლებში წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. მოსახლეობას ედიშერ თოლორაია წინასაარჩევნო პროგრამასა და სამომავლო გეგმებს აცნობს. გამგებლობის კანდიდატის ძირითადი პრიორიტეტია, სოფლის გზები, გაზიფიკაცია და ყველაზე მთავარი-მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

“ჩვენმა ხელისუფლებამ ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბევრი სასიკეთო და დიდი პროექტები განახორციელა. ამიტომაც საჭიროა ხმა მივცეთ “ქართულ ოცნებას” და მის კანდიდატებს და ავირჩიოთ სწორი გზა. მივცეთ ახალ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანოს წამოწყებული საქმეები. ჩემთვის ნაცნობია ყველა ის საკითხი თუ პრობლემა, რომელიც არსებობს ზუგდიდის სოფლებში. ამ საკითხების მოგვარება გაგრძელდება აუცილებლად და ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ უფრო ამოისუნთქავს”-აცხადებს გამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია.

10305609_1430580477207379_5362588978405698316_n10388198_1430581133873980_524480621656819587_n10440907_1430580743874019_3398168692200607195_nნაწულუკუსა და ინგირის მოსახლეობა, სადაც დღეს გამგებლობის კანდიდატი იმყოფებოდა, იმედს გამოთქვამს, რომ ედიშერ თოლორაიასთვის ხმის მიცემა, მათ მიერ სწორი გადადგმული ნაბიჯი იქნება.

“ახალგაზრდა კაცია და ბევრს გააკეთებს რაიონისთვის. მთავარი ეს არის, რომ ხალხს მოხედოს და მათი პრობლემები გულთან ახლოს მიიტანოს. ურთიერთობაშიც არაჩვეულებრივი ადამიანია, რაც აუცილებელია. აბა ისეთი გამგებელი რათ გვინდა, რომელიც ახლოს არ გაგიკარებს და კაბინეტში გამოიკეტება?  “ჩვენ ვირჩევთ “ქართულ ოცნებას” და ედიშერ თოლორაიას”-აცხადებენ ადგილობრივები.

სხვა ახალი ამბები: