ირაკლი კაკულია და ეკა ბესელია ფოთის ტერმინალის თანამშრომლებს შეხვდნენ

0

10376469_725503350842731_1935368756_oკოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულია პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიასთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ფოთის ტერმინალის თანამშრომლებს შეხვდა. ტერმინალის მუშებმა მერობის კანდიდატს უთხრეს, რომ მათი მთავარი პრობლემა შრომითი უფლებების დაცვაა.

ირაკლი კაკულიამ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე.

10418660_725504890842577_109597424_o10422702_725501920842874_1669495268_o10422852_725502454176154_1217285887_o„შესაქმნელია ისეთი გარემო, რომ ინვესტორებმა გახსნან ახალი საწარმოები, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმუშევრობის დაძლევას. ჩვენ ვპირდებით თანაქალაქელებს, რომ შევასრულებთ ყველა იმ დანაპირებს, რასაც ვაძლევთ“, – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

სხვა ახალი ამბები: