კახა კალაძე არჩევნებში მეორე ტურის ჩატარებას ყველა რაიონსა და ქალაქში გამორიცხავს

0

10448666_456591797777595_2775384343019013451_oსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ტურის ჩატარებას ყველა რაიონსა და  ქალაქში გამორიცხავს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა.

„თუ გადავხედავთ იმას, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში, როგორი დამოკიდებულებაა და როგორი იმედით უყურებენ ხელისუფლებას, ვფიქრობ, რომ მეორე ტურის ჩატარება გამორიცხულია. არცერთ რეგიონში, არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში მეორე ტური არ იქნება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ამომრჩეველზეა დამოკიდებული“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ „ხელისუფლების ყველა წინასაარჩევნო დაპირება შესრულდება“.

სხვა ახალი ამბები: