ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში აფხაზეთის მთავრობისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

0

10414484_1500121070204398_9058203082395893854_nაფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის სარგელობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი მოინახულა.

მოცემულ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამჟამად დასაქმებულია რამდენიმე ათეული ოჯახი.

10340007_1500121073537731_2534231467830354792_n10431704_1500121080204397_5227618951219976508_n10458665_1500121093537729_7070670954796045522_nყოლბაიას თქმით, მსგავს პროექტებში ჩართვას სულ უფრო მეტი დევნილი ოჯახი ითხოვს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ასეთი მიწის ნაკვეთების რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიზრდება, შესაბამისად, დასაქმდება კიდევ უფრო მეტი დევნილი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, ეკონომიკის სამინისტრო მათ საკმაო რაოდენობით სასათბურე კონსტრუქციებსაც გადასცემს. იგეგმება მიწის ნაკვეთების სხვა მიმართულებებით გამოყენებაც.

„მოვინახულე ზუგდიდში, ჩვენს განკარგვაში არსებული მიწის ნაკვეთი, სადაც წელს პირველად, სიმინდი დავთესეთ. როგორც ჩანს, მოსავალი კარგი იქნება. შევხვდი ნაკვეთზე დასაქმებულ დევნილებს, გავეცანი არსებულ პრობლემებს. მიწის ნაკვეთზე დასაქმებული ადამიანები კმაყოფილები არიან, რაც ყველაზე მეტად მახარებს. იმედის თვალით შესცქერიან ჩვენს პროეტქს და მჯერა, რომ ერთობლივი, კომპლექსური მუშაობით პროექტი მართლაც გაამართლებს. მომავალი წლისთვის ჩვენს განკარგულებაში მყოფი მიწების სხვა მიმართულებებით გამოყენებასაც ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტი დევნილი დავასაქმოთ. საგულისხმოა, რომ სულ უფრო მეტი დევნილი მოგვმართავს თხოვნით, რომ მათთვისაც შევძლოთ სახნავ-სათესი მიწის გამოყოფა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ სამომავლოდ ეს პროექტი ერთი-ორად გავზარდოთ. ჩასატარებელია შესაბამისი სამუშაოები, რაც გარკვეულ ფინანსირებას მოითხოვს. გუშინ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვალერი ბასარიასთან ერთად შევხვდი USAID-ის ხელმძღვანელს თბილისში. წარვუდგინეთ შემუშავებული პროექტები, რომლებიც ამ მიწებზე სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს. გარკვეული სახსრებიც მოვიპოვეთ იაპონიის საელჩოსგან. დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ეკონომიკის სამინისტროსგან, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან. პრაქტიკულად გადაწყდა, რომ ჩვენს მთავრობას განკარგვის უფლებით გადაეცეს რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრის სასათბურე კონსტრუქცია, რომლებსაც ჩვენ იმ პროექტების განხორციელებისთვის გამოვიყენებთ, რომლებიც იმთავითვე გვქონდა. მახარებს, რომ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროექტებს რეალური პერსპექტივები უჩანს და დევნილთა დასაქმების გეგმის პროცენტული მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე არ დარჩება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასაქმების დინამიკა ერთ ადგილზე არ გაიყინოს და დასაქმებული ოჯახების და ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

სხვა ახალი ამბები: