თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგები სამეგრელოში

0

ARCHEVANIIIსამეგრელოს რეგიონში “ქართული ოცნების” გამგებლობის კანდიდატები ლიდერობენ. ცესკომ ბოლო მონაცემები დადო, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ რაიონების მიხედვით ზუგდიდში 65 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 55 უბანი. ამ დროისთვის ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი ედიშერ თოლორაია 52, 6 %-ით, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თენგიზ გუნავას მხოლოდ 40, 96 % აქვს. xobzugwalensensenchxorchxorხობში 32 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 31 უბანი. აქ “ქართული ოცნების” კანდიდატი გოჩა ქაჯაია 57,32 %-ით ლიდერობს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მამუკა ჭოხონელიძემ მიიღო 23,29 %. წალენჯიხის რაიონში 28 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 21 უბნის მონაცემები. ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი გოგა გულორდავა, რომელმაც 61,32 % მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ხმების31,29 % მიიღო. აბაშის რაიონში 34 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 23 უბნის მონაცემები. ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა კვიტაშვილი 61,86 %-ით, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზურაბ ლომიამ ხმების 25, 81 % მიიღო. სენაკში 46 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 17 საარჩევნო უბანი. ამ დროისთვის ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი გოჩა დგებუაძე 49, 3 %-ით, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზურაბ სანაიამ  დათვლილი ხმების 25, 19 % მიიღო. მარტვილის რაიონში 39 საარჩენო უბნიდან დათვლილის 38 საარჩევნო უბანი. ლიდერობს “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა, რომელმაც დათვლილი ხმების 45 % მიიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მამუკა დანელიამ მხოლოდ 18,22 % ჩხოროწყუს რაიონში 27 უბნიდან დათვლილია 23 უბანი. დიდი უპირატესობით ლიდერობს 61,62 %-ით, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი რამაზ თოლორდავა 29,17 %-ით.

სხვა ახალი ამბები: