ზუგდიდში თხილის საწარმოს გახსნა იგეგმება

0

news_12521ზუგდიდში ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების თხილის საწარმოს პროექტის განხორციელება განიხილება. ამ ინიციატივის ავტორი აცხადებს, რომ საწარმოს პროექტის მომზადება უკვე დასრულებულია, ხოლო დაფინანსებას სოფლის მეურნეობის სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ელოდებიან.

მისი განცხადებით, პროექტი რამდენიმე სახეობის თხილის გადამუშავებას და წარმოებას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საწარმო სამი სახეობის პროდუქციას, მოხალულ მრგვალ თხილს, დაჭრილ თხილს და თხილის ფქვილს გამოუშვებს. საწარმო ევროსტანდარტებთან დაახლოების შემდეგ პროდუქციას ევროპაში გაიტანს. როგორც ლევან ქუჩულორია აცხადებს, თხილის ნაწარმი 4 კილოგრამიან და 10 კილოგრამიან შეფუთვებში გამოვა.

ქუჩულორიას განცხადებით, მსგავსი ტიპის პროდუქციას დაახლოებით 4 თხილის გადამამუშავებელი საწარმო უშვებს, თუმცა როგორც ცალკე ქარხანა საქართველოში ჯერ არ არსებობს.

სხვა ახალი ამბები: