ზუგდიდში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი წარადგინეს

0

DSC01039დღეს აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ახალი ხელმღვანელი რეგიონული განვითარების მინისტრმა კორნელი სალიამ წარადგინა. ახალი ხელმძღვენელი ჯემალ გოგოხია წარმომადგენლობის თანამშრომლებას და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს გაეცნო და მოკლედ გააცნო სამომავლო გეგმები. წარდგენის დასასრულს ჯემალ გოგოხიამჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მისი განცხადებით აფხაზეთის ხმთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში ის არ გეგმავს საკადრო ცვლილებებს და ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ამჟამად წარმომადგენლობაში მუშაობს თავიანთ თანამდებობებს შეინარჩუნებენ.

ახალი ხელმძღვანელის წარდგენას ესწრებოდა ამავე წარმომადგენლობის აწ უკვე ყოფილი უფროსი თორნიკე კილანავა, რომელიც მისივვე განცხადებით აფხაზეთის მთავრობის აღმოსავლეთ საქართველოს წარმოამდგენლობაში უფროსის მოადგილის პოსტს დაიკავებს. სპეციალურ ბრძანებულებას ხელი 1 მარტს მოეწერა.

ახალი ხელმძღვანელი ჯემალ გოგოხია მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება.

სხვა ახალი ამბები: