“კაზანტიპის” პარალელურად ანაკლიაში ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება

0

kazantip-sportსაერთაშორისო სპორტულ-მუსიკალური ფესტივალის, “კაზანტიპის” პარალელურად ანაკლიაში ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო თასი ჩატარდება. “კაზანტიპის” სპორტული ნაწილის პრეზენტაცია ანაკლიაში დღეს გაიმართა. პრეზენტაციას მედიის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. “კაზანტიპის” სპორტული ღონისძიებების პრეზენტაცია ანაკლიაში “კაზანტიპის” ორგანიზატორებისა და ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის ახლადარჩეული დირექტორის მონაწილეობით გაიმართა.

“კაზანტიპის” ორგანიზატორების განცხადებით, ტურნირი 25 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში მონაწილეობას “კაზანტიპის” ინტერნაციონალური გუნდი, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის ნაკრები გუნდები მიიღებენ.

ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდება. გაიმართება ნახევარფინალური და ფინალური მატჩები. გამარჯვებული გუნდი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება, ხოლო საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

სხვა ახალი ამბები: