ახალი სავაჭრო ცენტრი ანაკლიაში 15 აგვისტოს გაიხსნება

0

axali bazari anakliashiსაკურორტო სოფელ ანაკლიაში 15 აგვისტოს ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, რომელიც დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სეზონურად მოემსახურება. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრს ანაკლიიის ცენტრში კომპანია “ACS GROUP” აშენებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები. რკინის კონსტრუქციები უკვე აწყობილია.

“ეს იქნება სეზონური სავაჭრო ცენტრი-ბაზარი, სადაც ადგილობრივები და დამსვენებლები შეძლებენ შესვლას და აბსოლიტურად ყველა სახეობის პროდუქტის შეძენას. აქ წარმოდგენილი იქნება მიმდებარე სოფლებში წარმოებული პროდუქცია, ასევე დისტრიბუტორების მიერ მოწოდებული სხვადასხვა სახის სურსათი. სავაჭრო ცენტრს ექნებას ბაზრის სახე, სადაც დაახლოებით ორასამდე ადამიანი შეძკებს თავისუფლად ვაჭრობას და მის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვას. ახალი სავაჭრო ცენტრი ანაკლიაში დაახლოებით 15 აგვისტოსთვის გაიხსნება”-აცხადებენ smo.ge-სთან სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციაში.

სხვა ახალი ამბები: