“ზუგდიდს” შესაძლოა სამი უკრაინელი ფეხბურთელი შეემატოს

0

ukraineli fexburtelebiსაფეხბურთო კლუბ “ზუგდიდში” შესაძლოა სამი უკრაინელი ფეხბურთელი შეემატოს, თუმცა სამივე ფეხბურთელს კლუბის ადმინისტრაცია ჯერჯერობით აკვირდება.  მიხაილ იუშიშენი, დიმიტრი ცვილიკი და ვადიმ პეტრენკო მოწონების შემთხვევაში ახალი გუნდის ფეხბურთელებიც გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ფეხბურთელების მენეჯერი ირაკლი ხვედელიანიც ადასტურებს.

“უკრაინელმა ფეხბურთელებმა დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარეს “ზუგდიდის” დუბლებთან ერთად. “ზუგდიდი” პირველი ლიგის ბინადარ “ლაზიკას” ეთამაშა, სამივე უცხოელმა მიიღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში, მწვრთნელმა მათგან გამოარჩია ნახევარმცველი მიხაილ იუშიშენი, რომელიც ადრე ოდესაში თამაშობდა, დიმიტრი ცვილიკს და ვადიმ პეტრენკოს კი კიდევ მისცემენ შანსს. თუკი უკრაინელებმა ნესტორ მუმლაძეს მოწონება დაიმსახურეს, ალბათ, კლუბში დარჩებიან,”-აცხადებს ირაკლი ხვედელიანი.

სხვა ახალი ამბები: