“თავისუფალი დემოკრატები” “ნაცების” დასაცავი გახდით? – ხმაური ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო უკომენტაროდ)

0

10734106_343706695807291_455251226440640132_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება “ქართული ოცნების” წევრის გია ჩუხუას განცხადებებს მოჰყვა. მან ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს, უთხრა რომ პარტიის ყრილობაზე, მათი მოსაზრებები დაეფიქსირებინა პრემიერისა და ირაკლი ალასანიას დაპირისპირების შესახებ. ჩუხუამ სხდომაზე აღნიშნა, რომ მმართველ პარტიებს შორის დაპირისპირება ცუდია, თუმცა გული უფრო იმაზე ტკივა,  “თავისუფალ დემოკრატებს, “ნაციონალები” იცავენ. ” ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აღნიშნეს, რომ მმართველი პარტიის განსხვავებით, ისინი შეცდომებს აღიარებენ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კახა მიქაიამ. მან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, ალასანიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამართლიანი უწოდა და აღნიშნა, რომ პრემიერის ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის პრევენცია იყო. მიქაიამ  “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს ჰკითხა, რჩებოდნენ თუ ტოვბენდნენ ისინი საკუთარ პარტიას. რაზეც, დეპუტატმა ცოტნე მუღულიამ უპასუხა, რომ ის რჩება პარტიაში.

ხვალ, 8 ნოემბერს თბილისში  “თავისუფალი დემოკრატების”  პარტიული  ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე ზუგდიდიდან 45 დელეგატი მიემგზავრება.

სხვა ახალი ამბები: